ჩვენ შესახებ

სამართლის რეფორმის მესამე ტალღამ ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოს კანონმდებლობა.  მნიშვნელოვანი ცვლილებები იმდენად სწრაფად განხორციელდა, რომ ბევრმა პროფესიონალმა, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენელმა ვერ შეძლო თვალის მიდევნება და გაჩნდა ინფორმაციული ვაკუუმი. ბევრი სამართლებრივი ნოვაცია კვლავაც გამოცანად რჩება იურისტებისთვის.

საიტის ავტორებმა მიზნად დაისახეს საკუთარი წვლილი შეიტანონ და დაინტერესებულ მკითხველს მაქსიმალურად  მიაწოდონ ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა სიახლეების და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

განხილული იქნება როგორც ცალკეული კანონები, ასევე დღესდღეობით მიმდინარე მოვლენები, თუკი რა თქმა უნდა, ასეთები იქნება.

ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალები ყოველთვის არ იქნება ორიგინალური ტექსტი. ჩვენ პატივს ვცემთ საავტორო უფლებებს. ნებისმიერ ავტორს შეუძლია მოგვაწოდოს მასალა გამოსაქვეყნებლად.

საიტის სახელწოდებიდან ალბათ უკვე მიხდვით რომ ის შეეხება მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და კანონმდებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ინტერნეტსივრცეში ჯერ კიდევ ნაკლებობაა ისეთი ბლოგების და ვებგვერდების, სადაც გაშუქებული იქნება საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები და მათი გადაწყვეტის მეთოდები, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ბლოგი, რომელზეც პერიოდულად დაიდება სხვადასხვა ინფორმაციები. ვეცდებით  ვიყოთ მუდმივად განახლებადები.

ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აქტიურობა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, გამოგვიგზავნოთ, თქვენს მიერ დაწერილი ან გაკეთებული, სტატიები, კონსპექტები, ესეები და ასე შემდეგ. აუცილებელ შემთხვევაში თემა უნდა ეხებოდეს სამართალს. ჩვენი გუნდი გადაამოწმებს თქვენს მიერ გადმოგზავნილ მასალას და იგი გამოქვეყნდება თქვენი სახელით და გვარით.

ფაილის გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: Geoolaw@gmail.com

www.000webhost.com