დაკავება 170. მუხლი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან.

დაკავების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე, რომელიც არ გასაჩივრდება. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით; პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო; პირი შესაძლოა მიიმალოს; პირი ძებნილია. დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. დაუშვებელია დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის და მისი ოჯახის წევრების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის და მოსამართლის დაკავება. გამონაკლისი შემთხვევაა, თუ მათ წაასწრებენ დანაშაულის ჩადენისას (ეს გამონაკლისი არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლი). დაკავებისას პირს უნდა განემარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული და აცნობონ, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. დაკავების ვადა ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ: არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული; არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ; გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე; დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

Leave a Reply

Your e-mail address will not be published. Required fields are marked *

www.000webhost.com
www.000webhost.com