ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პროკურორი დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოძიების ადგილის მიხედვით {1. მაგისტრატ მოსამართლე}ს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ნიშნავს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას, რომელიც მიმდინარეობს უწყვეტად.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ნიშნავს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას, რომელიც მიმდინარეობს უწყვეტად.

აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე არკვევს:

  1. ბრალდებულის ვინაობას;
  2. არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;
  3. ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;
  4. ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;
  5. არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
  6. იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;
  7. ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს აგრეთვე წინასასამართლო სხდომის თარიღს, თუ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული.

  1. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com