თემა 6. საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლებები ჰუმანიტარული სამართლის სფეროში.

ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს IV კონვენცია; 1977 წლის 8 ივნისის I დამატებითი ოქმი.

ზოგადი მიმოხილვა

ცივი ომის დასასრულმა მრავალ საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს დაუდო სათავე. შეიარაღებული კონფლიქტების უპირველესი და ყველაზე დაუცველი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაა. მათ დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობამ შექმნა საკმაოდ მრავლისმომცველი სამართლებრივი ბაზა – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

საერთაშორისო სამართალში პირთა განსაკუთრებულ კატეგორიად განიხილება ლტოლვილები. მათი სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისი რეჟიმი ცალკე რეგულირების თემაა.

როგორც ვიცით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლტოლვილებს სპეციალური სამართლებრივი სტატუსი ენიჭებათ.  ლტოლვილთა სამართლებრივი სტატუსი და ის თუ კონკრეტულ შემთხვევაში მათზე რომელი რეჟიმი გავრცელდება, ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხებია. მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილები ზოგადად ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის დაცვის ქვეშ იმყოფებიან, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მათზე ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.

ლტოლვილთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარების კვალდაკვალ, ისევე როგორც სხვადასხვა სახისა და ხასიათის კონფლიქტების წარმოშობასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გავრცელება არა მარტო ლტოლვილებზე, არამედ იმ პირებზეც, რომლებიც ვერ ჯდებიან ლტოლვილის კრიტრიუმებში თუმცა გამოექცნენ იმ კონფლიქტებს, რომლებიც მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

სწორედ ამ პირთათვის დაცვის სამართლებრივი რეჟიმის გარანტირებისთვის ლტოლვილთა სამართალში, საერთაშორისო დაცვიs ძირითად ფორმას: „ლტოლვილს“ დაემატა დამატებითი დაცვის ფორმები, როგორებიცაა ჰუმანიტარული სტატუსი და დამატებითი დაცვა.

იმისთვის, რომ გავერკვეთ, როგორია ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, მნიშვნელოვანია, უპირველესად მიმოვიხილოთ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის არსი და მისი მოქმედების სფერო.

გადმოწერა (docx)

გადმოწერა (pptx)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com