საბანკო სისტემა, რომელიც აზარალებს ქვეყნის უმრავლესობას.

საქართველოში დღეს ძალიან რთული მდგომარეობაა, მოსახლეობის უმეტესობას ბანკთან აქვს ურთიერთობა, რის გამოც ისისნი თანხის ვერ გადახთის შემთხვევაში ძალზედ რთულ და კრიტიკულ სიტვაციაში ვარდებიან.

სწორედ ამ სტატიაში ქალბატონმა მარინა სუპატაშვილმა ძალიან საინტერესო სტატია მოამზადა მკითხველისთვის, სადაც ნათლად ჩანს სამწუხაროდ დღევანდელი ქვეყნის რეალობა.

საქართველოში მოსახლეობის 60-70% ძალზედ რთულ სიტვაციაში იმყოფება, ზოგს ემუქრება გამოსახლება, ზოგს კი ქონების ძალაუნებურად გაყიდვა. ეს იყო ერთგვარი მახე ქართველი ხალხის, რომ ოჯახები განადგურებულიყო, ყველა ხელშეკრულება კაბალურია. საბანკო სისტემამ შემოიღო ჩანაცვლების მექანიზმი რაც უდიდესი დანაშაული აღმოჩნდა ვალების მეტად გაზრდის მხრივ. თუ პიროვნება ვერ იხდის ბანკში თანხას უქონლობის გამო, ბანკი მას სთავაზობს მარტივ გამოსავალს, აიღოს სესხი მიკრო საფინანსოდან და გადაფაროს ბანკში აღებული კრედიტი. სწორედ ბანკი ასწავლის პიროვნებას, როგორ მივიდეს სხვა მიკრო საფინანსოში ან შ.პ.ს-ში და აიღოს სესხი, დღეს კი სამწუხაროდ ეს ორგანოებიც მრავლადაა, ეროვნულ ბანკში კი რეგისტრირებული ერთეულია. ე.ი ,,ლევია”. გაეცნობა შენს პირობებს გაძლევს სესხს გაზრდილი თანხითა და პროცენტით, რისი გადახდაც ბუნებრივია გაგიჭირდება ადამიანს, შემდგომ იგივე პრინციპით, თუ მიკრო საფინანსოსაც დაუგვიანებ თანხას და ვერ უძლებ ყოველთვიურ გადასახადს, ვალდებული ხარ რომ ადგე და მიხვიდე ადამიანი მევახშესთან, სადაც იგივე მეორდება, ოღონდ აქ უფრო დიდია პროცენტიც და თანხაც სახდელი, ბუნებრივია პიროვნება ვერ იხდის ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ გაზრდილ თანხას და ვალდებულია მოახდინოს ქონების რეალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გიწევს აუქციონზე წარდგენა, რასაც ვერაფერი აჩერებს, თუმცა არსებობს გამონაკლიცი შემთხვევაც, როდესაც პირები არიან შეკრულნი აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და სწორედ ამ თაღლითური საქციელით ადვოკატები ქმნიან ერთგვარ კლანს და ცდილობენ გამწარებული ხალხის ხარჯზე თანხის შოვნასა და მათ გაღატაკებას.  აუქციონზე გატანის შემდეგ სწორედ ამ კლანის წევრი ყიდულობს ქონებას და კანონიერად შეფუთავს ამ უმსგავსო საქციელს, შემდეგ კი ყიდის გაორმაგებულ ფასად და ირჩენს თავს. სამწუხაროა, ასეთი ადვოკატის ხელში გაჭირვებული ადამიანის ჩავარდნა, რადგანაც ჯერ ფულს გაგაცლის და შემდეგ პროცეს წაგაგებინებს, მოგებული კი თავისი ბიუჯეტი რჩება. არ არსებობს ასეთი ადვოკატის მოგებული საქმე, მეც მქონია პრობლემა და მაქვს დღემდე ასეთ ადვოკატთან, მეც მსხვერპლი ვარ ასეთი საქმის. მეგონა  ადვოკატი ჩემს უფლებებს დაიცავდა, მივანდე ჩემი საქმე ადამიანურად, რის საფუძველზეც თაღლითურად ჩააწყო საქმე გააყალბა ბევრი დოკუმენტი და საბოლოო ჯამში მე დავრჩი დაზარალებული.

ჩემი ამ სტატიით მინდა მოსახლეობას მივმართო და გავაფრთხილო, რომ თავი შორს დაიჭირონ თაღლითებისგან, ერიდონ თაღლით ადვოკატებს, მევახშეებს, მიკრო საფინანსოებსა და კომერციულ ბანკებს. ჩვენ ერთხმად შეგვიძლია შევცვალოთ ბანკის ასეთი სისტემა და ჩამოვაყალიბოთ ხალხზე მორგებული პირობებით. არ დავუშვათ თაღლითების სიმდიდრე ამ ქვეყანაში. ერთი-მეორეს თუ დავუდგებით გვერდით ჩვენ აუცილებლად ყველაფერს შევცვლით და გამოვასწორებთ. ჩვენი ხმა შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და მომავალში ეს ყოველივე გვაგრძნობინებს პერსპექტივას. დღეს კი ქვეყანა დეგრადირებულია ასეთი უსამართლო სისტემით.

ავტორი: მარინა სუპატაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com