სანოტარო სამართლის პრინციპები.

სანოტარო სამართალი იცნობს შვიდ ძირითად პრინციპს, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავისი არსითა და მნიშვნელობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და თითოეულ მათგანს თავისებური ძირითადი დატვირთვა გააჩნია, რაც ამყარებს სანოტარო სამართლის არსსა და მნიშვნელობას. ესენია:

  1. ნოტარიატის ორგანოების დამოუკიდებლობის პრინციპი.
  2. ნოტარიუსის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპი.
  3. ნოტარიუსის პროფესიული ორგანიზაციის პრინციპი.
  4. სანოტარო საქმიანობა – სახელმწიფოებრივი საქმიანობაა.
  5. ნოტარიუსის თვითდაფინანსების პრინციპი.
  6. ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის პრინციპი.
  7. სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების პრინციპი.

1. ადრე ნოტარიუსები და სახელმწიფო სანოტარო კანტორები სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების – იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იყო, კანონის მიღების შემდეგ ცალკე დამოუკიდებელ საჯარო სამართლის კორპორაციულ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ნოტარიუსთა პალატა არის კანონის საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკავებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, სოციალურსა და სხვა საქმიანობას.

2. ნოტარიუსი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. ნოტარიუსი მხოლოდ კანონს ემორჩილება. სანოტარო მოქმედება სრულდება კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში. როგორც ვხედავთ, ნოტარიუსის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპი პრაქტიკულ განხორციელებას უშუალოდ სანოტარო მოქმედებათა შესრულებაში პოულობს, მოცემული პრინციპი ვრცელდება ყველა სანოტარო მოქმედების შესრულებისას. მოკლედ რომ ვთქვათ ნოტარიუსის საქმიანობაში ჩარევა ეკრძალებათ ნებისმიერ გარე პირებს, ანუ ნოტარიუსი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონის საფუძველზე და შესაძლოა ითქვას რომ იგი მხოლოდ კანონზეა დამოკიდებული.

3. ნოტარიუსის პროფესიული ორგანიზაციის პრინციპი ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპია. იგი ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად პირმა სპეციალური თეორიული და პრაქტიკული ჩვევების შესაძენად უნდა გაიაროს სტაჟირება და ჩააბაროს გამოცდა.

4. სანოტარო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი სანოტარო საქმიანობის სახელმწიფოებრივ საქმიანობად აღიარებაა. ნოტარიატის შესახებ მოქმედება კანონმა თვით ნოტარიუსის სტატუსი შეცვალა და ის საჯარო მოსამსახურეს ( სახემწიფო მოხელეს ) აღარ წარმოადგენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეიძლება, სახელმწიფოებრივი საქმიანობის შესრულება დაევალოს. უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს მოდი განვიხილოთ მაგალითი: ახალგაზრდისთვის დაწყებითი განათლების მიღება კანონით სავალდებულოდ არის აღიარებული და ეს ვალდებულება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობად არის მიჩნეული, თუმცა სწავლის პროცესის შესრულება მასწავლებელს აქვს მინდობილი, რომელიც ასევე საჯარო მოსამსახურე არ არის.სანოტარო მოქმედების სახელმწიფოებრივ საქმიანობად აღიარება ნოტარიუსს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, ამასთან, საზოგადოების თვალში ამაღლებს მის ავტორიტეტს და პატივისცემის გრძნობით განაწყობს მათ, ხოლო სანოტარო აქტებს სავალდებულო ძალას ანიჭებს.

5. ნოტარიუსის თვითდაფინანსების პრინციპი გულისხმობს, რომ ნოტარიუსი პროფესიული საქმიანობისათვის გასამჯელოს იღებს იმ პირებისაგან, რომლებიც მიმართავენ თხოვნით ამა თუ იმ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად. ეს პრინციპი ნოტარიუსს უმტკიცებს დამოუკიდებლობის რწმენასა და უნერგავს მეტი პასუხისმგებლობის გრძნობას. ასეთ პირობებში კი ნოტარიუსი მაქსიმალურ შესაძლებლობას იყენებს, რათა ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ნოტარიუსთან მიდიან სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად, კმაყოფილნი დარჩნენ მისი მომსახურებით.

6. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივი საქმიანობაა, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები არ დადგება და სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მოქმედებაზე. ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობას საფუძვლად უდევს ის, რომ ია არ არის სახელმწიფო მოხელე და სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურსაც კლიენტისგან იღებს. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობა ნოტარიუსს უბიძგებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თითოეულ სანოტარო მოქმედებას.

7. სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების პრინციპი. ნოტარიუსი და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, დაიცვალ მათ მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების საიდუმლოება. ასევე ვალდებულნი არიან საიდუმლოება დაიცვალ იმ თანამდებობის პირებმა, რომლებმაც მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიტყვეს სანოტარო მოქმედებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.

ავტორი: ილია ბოჭორიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com