თემა 13. იძულებით გადაადგილებული პირები მე-20 საუკუნეში

მეოცე საუკუნე გამორჩეული იყო კონფლიქტებით, რაც თავის მხრივ იძულებითი მიგრაციის მთავარი გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, ქვეყნებს შიგნით თუ ქვეყნებს შორის მიმდინარე საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო ხაისათის შეიარაღებულმა კონფლიქტებმა დიდი გავლენა იქონია გასულ საუკუნეში მიგრაციულ პროცესებზე.

მეოცე საუკუნეში იძულებითი გადაადგილება დაიწყო ოსმალეთის მიერ დაკარგული ტერიტორიებიდან მუსლიმების გაძევებით ბალკანეთში, რომელიც 1922 წლამდე მიმდინარეობდა. 1915 წელს ამას დაერთო სომხების გენოციდი და საბერძნეთ–თურქეთის შეთანხმება მოსახლეობის გაცვლაზე 1922 წელს.  

1935 წელს მოხდა ასურელების გაძევება ჩრდილოეთ ერაყიდან, მანამდე კი, 1928 წელს  მსოფლიო მომსწრე გახდა გომინდანის პოლიტიკისა ცინხაისა და ტიბეტიდან ტიბეტელების გასაძევებლად.

გადმოწერა (docx)

გადმოწერა (pptx)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com