თემა14. იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში

90-იანი წლების კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემატიკა საქართველოში.

კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) შესავალი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოსური მოსახლეობა ყოველთვის იყო საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ეთნიკური სტრუქტურის ინტეგრირებული ნაწილი.

ეთნიკური ოსების ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთი კავკასიაა (ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია), რომელიც სამხრეთ კავკასიისგან ბუნებრივი საზღვრით – კავკასიონის ქედით არის გამოყოფილი. IX-XIII საუკუნეებში ალანებს (ქართული ისტორიული წყაროები მათ იმთავითვე ოვსების სახელით იხსენიებს) ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდათ ძლიერი ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთან, ასევე კიევის რუსეთთან და ბიზანტიის იმპერიასთანაც. თათარ-მონღოლთა და თემურ ლენგის შემოსევებმა (XIII-XIV საუკუნეები) ბოლო მოუღეს ალანთა (ოსთა) სახელმწიფოს. XVII-XVIII საუკუნეებში ოსებმა თანდათან საქართველოს ბარში ჩამოსახლება დაიწყეს, ძირითადად მაჩაბლების, ქსნისა და არაგვის ერისთავების სამფლობელოებში. ამრიგად, ხანგრძლივი პროცესის შედეგად, შიდა ქართლის ჩრდილოეთ განაპირა ტერიტორიაზე დასახლდა ოსი ხალხის ნაწილი. 

გადმოწერა (docx)

გადმოწერა (pptx)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com