რუსეთი ოკუპანტია.

დღევანდელი დღე 20 ივნისი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის ღალატი, ყველაზე დიდი სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება მტერს უღებს კარს და თავაზობს მეგობრობას. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, მომავალი თაობისა და იმ გმირების, რომლებმაც საკუთარი თავი გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა ვაპატიოთ ხელისუფლებას ასეთი უმსგავსობა. ასეთი საქციელი არის ყოვლად დაუშვებელი. მე მრცხვენია დღევანდელი დღის, თუმცა დადგება დრო და ჩვენი თაობა, აუცილებლად გაზღვევინებთ თქვენს ასეთ საქციელს. ჩვენ არ დავივიწყებთ თქვენს ასეთ მოპყრობას, გეშინოდეთ ჩვენი ერთიანი ძალის. როგორ შეიძლება უახლოეს ისტორიას ხაზი გადაუსვა, დაივიწყო მომხდარი და ძმობის ხელი გაუწოდო შენს მეზობელ მტერს. ქართველები არასოდეს არ დავივიწყებთ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტს.

სწორედ აფხაზეთის ომში 1992-1993 წლებში დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის  20 000 – 30 000 მდე ეთნიკური ქართველი, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.

ცხინვალის კონფლიქტის დროს როგორ არ უნდა გაგახსენდეს გორბაჩოვის საქციელი და მისი ბრძანება,  სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქიდან რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების გარდა ყველა ძალოვანი ფორმირების გაყვანის თაობაზე, რის შემდეგად დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში.  აღიშნული პერიოდიდან დაიწყო ეთნიკური ქართველების გამოძევება ცხინვალის ტერიტორიიდან, რის შედეგადაც 30 000 ეთნიკური ქართველი იქნა გამოძევებული.

როგორ უნდა დაივიწყო ქართველმა 2008 წლის ომი. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. ამის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლება ივიწყებს მომხდარს და ცდილობს აგრესორ ქვეყანასთან მეგობრობის დამყარებას, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ქართველი ხალხის, გმირების და მომავალი თაობის შეურაცხყოფაა.

ავტორი: ილია ბოჭორიშვილი.

რუსეთი ოკუპანტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com