სასამართლო სისტემა – სისხლის სამართალი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო საერთო სასამართლო სისტემაში წარმოადგენს ყველაზე დაბალ რგოლს, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება როგორც წესი ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში მოსამართლეებთან ერთად შეიძლებ შედიოდნენ აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლეებიც1, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას მთელ რიგ პროცესუალურ საკითხებზე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისათვის გადაცემამდე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთმანეთისაგან მიჯნავს საგნობრივ და ტერიტორიულ განსჯადობას:

ნახვა (Docx)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com