შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში.

დღის თემაში განვიხილავთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუხლს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. პრეზენტაციაში შევიტანე ცვლილება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზოგადი წესი, საერთოდ ამოვიღე საპრეზენტაციო თემიდან და ვამჯობინე მეტად საინტერესო თემის ჩანაცვლება, შეჯიბრებითობის პრინციპი და მისი მნიშვნელობა.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობა მხარეებს შორის გარანტირებულია, როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე ( სსსკ 25-ე მუხლი). აღნიშნული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა და ანალიზის მხრივ.

გადმოწერა (docx)

გადმოწერა (pptx)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com