ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

იურიდიული ენა მეცნიერულ ენათა რიგს განეკუთვნება. მასში ხშირია ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც არაიურისტისათვის სრულიად უცხოა. აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ შეიქმნა ,,ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი”, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად მარტივი ენით აუხსნას იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეებს საკვანძო სამართლებრივ ცნებათა არსი. მსგავსი შინაარსის ლექსიკონების ნახვა მრავლადაა შესაძლებელი უცხოური სასამართლოების ვებ-გვერდებზე. ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სასამართლო მოხელეებისათვის, რადგან დაეხმარება მათ სრულად მიიტანონ მოქალაქემდე მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. ლექსიკონი შედგება 63 გვერდისაგან და მასში განმარტებულია 410 იურიდიული ცნების მნიშვნელობა.

ნახვა (PDF)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com