პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მაგდა პაპიძესთან (ვიდეო)

ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული 2015 წლის დღეების დეტალებს ტელეინტერვიუში პირველად იხსენებს.  

უვადო პატიმარმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, საპატიმროში გატარებულ დღეებსა და იმ ტყუილზე, რომელიც მისი თქმით, სასამართლოზე თქვა.   

„რამდენჯერაც მქონდა შანსი, შეწყალების თხოვნას სულ ვწერ და სულ მჯერა, რომ დაკმაყოფილდება. ორჯერ მივიღე უარი, მაგრამ ვიდრე ცოცხალი ხარ, გარღვევების გჯერა. მთავარია, თავი შეინარჩუნო“, – თქვა მაგდა პაპიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

როგორც წარმოუდგენია საპატიმროს დატოვების შემდეგ ცხოვრება, პაპიძემ თქვა, რომ სამსახურის ძებნას დაიწყებს. 

სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე 2018 წლის ნოემბერში თქვა უარი. 

მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მან გასული წლის სექტემბერს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ის არ დაკმაყოფილებულა.

მასალის ავტორი: imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com