სამკვიდროს მიღება

კანონით ან ანდერძით მემკვიდრე,უფლებამოსილია მიიღოს სამკვიდრო 6 თვის განმავლობაში, მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან

სამკვიდროს მიღება ორი გზით ხდება:

1) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით

განცხადების წარდგენა სამკვიდროს მიღების შესახებ წარედგინება ნებისმიერ ნოტარიუსს, ასევე წარდგენილ უნდა იქნეს გარდაცვალების მოწმობაც, მისი წარმოადგენა არ არის აუცილებელი თუ სხვა ნოტარიუსთან რეგისტრირებულია სამკვიდროს გახსნა.

ნოტარიუსი უფლებამოსილია, გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრული იქნება ის ვალდებულებები, რაც სამკვიდროს მიმღებს გააჩნია, როგორც სამკვიდროს კანონიერ მმართველს.

2) სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისა ან/და მართვის გზით

სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების/ მართვის ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით:

ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.

ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;

გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში.

დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძ-ლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია.

თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობასითვლებარომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრორაშიც უნდაგამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა:

როგორც ავღნიშნე, ზოგადი წესის მიხედვით სამკვიდროს მიღება ხდება 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (პირის გარდაცვალების მომენტიდან).

თუმცა შესაძლებელია ისეთი შემთხვევაც, როცა სამკვიდროს არ ღებულობენ მემკვიდრეები (უარს აცხადებენ სამკვიდროს მიღებაზე) და სხვა მემკვიდრეებს წარმოეშობათ სამკვიდროს მიღების უფლება. ასეთ შემთხვევაში თუ საერთო 6 თვიანი ვადიდან დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები ვადა, ან საერთოდ აღარაა დარჩენილი ვადა, მაშინ სამ თვემდე უნდა განისზღვროს სამკვიდროს მიღების ვადა ამ მემკვიდრეებისათვის.

მაგ: არის ერთი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც სამკვიდროს გახსნიდან 4 თვის თავზე უარის იტყვის სამკვიდროზე. ასეთ შემთხვევაში მეორე რიგის მემკვიდრეს წარმოეშობა სამკვიდროს მიღების უფლება და იგი უფლებამოსილი იქნება მიიღოს სამკვიდრო, არა დარჩენილი 2 თვის განმავლობაში, არამედ 3 თვის განმავლობაში.

მაგ: ერთი პირველი რიგის მემკვიდრეა მხოლოდ, რომელიც არც მიიღებს სამკვიდროს და არც უარის იტყვის მასზე, ასეთ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ 6 თვეში არ იქნა მიღებული სამკვიდრო, ეს ავტომატურად ნიშნავს მის არ მიღებას და მეორე რიგის მემკვიდრეს წარმოეშობა სამკვიდროს მიღების უფლება, რაც მან უნდა გააკეთოს 3 თვის განამავლობაში, იმის შემდეგ რაც გავა აღნიშნულ 6 თვიან პერიოდი.

სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება:

სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.

იმის დასადგენად, საპატიო მიზეზით გადააცილა თუ არა მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას.

მაგ: მემკვიდრემ ვერ მიიღო სამკვიდრო 6 თვიან ვადაში, მან შეიტანა სარჩელი სამკვიდროს გახსნის დროიდან 2 წლის შემდეგ და მოითხოვა სამკვიდროს ვადის გაგრძელება სასამართლოში.

აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ საპატიო იყო, როგორც  სამკვიდროს გახსნის მომენტიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს არ მიღება, ასევე 18 თვის პერიოდის განმავლობაშიც სასამართლოსთვის მიმართვა სამკვიდროს ვადის გაგრძელების თაობაზე.

ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ამ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც რაც შენარჩუნებულია, მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.

მემკვიდრეს, რომელმაც მიიღო სამკვიდრო, უფლება არა აქვს განკარგოს იგი, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.

მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com