ფერეიდანი – ქართველთა გადასახლება ირანში.

XVII საუკუნეში საქართველო სპარსეთის სეფიანთაიმპერიის ნაწილი იყო და შაჰ აბას I-მა ინდუსტიულიეკონომიკის განვითარების, სამხედრო ძალის გაძლიერებისდა ახლადაშენებული ქალაქების მოსახლეობისგაზრდისთვის ქართველი  ქრისტიანები,  მუსლიმანები  და ებრაელები ირანშიგადაასახლა.

1614-1617 წლებში შაჰ აბასმა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 300 000-მდექართველი ოთხ ძირითად პროვინციაში-ოსტანაში მაზანდარში, ხორასანში, ფარსშიდა ისპაჰანში ჩაასახლა. ამიერკავკასიიდან ტყვეების გაყვანა ირანში და მათი იქდასახლება, ერთის მხრივ, მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკურადდასუსტებას, ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დაქვეითებას, ხოლო მეორე მხრივ _საკუთრივ სპარსეთის სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობა-ვაჭრობის აღმავლობა-განვითარებას.

ისპაჰანის პროვინციაში მდებარეობსსწორედ ფერეიდანი, აქ გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა პროვინციებში ქართული მეტყველება თითქმის აღარ ისმის, მაგრამ შემორჩათ გვარები გურჯები. ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. ქართველთა ისტორიაში ფერეიდნელიქართველები უნიკალური მოვლენაა, რადგან მათ 400 წლის მანძილზე შეინარჩუნესთავისი ეთნიკური, ეროვნული მეობა, რაც შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: – ტყვექართველები დაასახლეს კომპაქტურად, რამდენიმე ათეულ სოფლად, ისინი დიდიხნის განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ ეთნიკური ენდოგამიის წესს (არც მამაკაცებიირთავდნენ არაქართველ ქალებს და არც ქალებს ათხოვებდნენ არაქართველებზე); -ქართველობა დასახლდა ფერეიდანის მთიანეთში, რამაც ხელი შეუწყო მათიეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ფერეიდანში ქართველთა ჩასახლების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მაშინდელი სპარსეთის დედაქალაქის ისპაჰანის დაცვას მომთაბარე ტომებისგან.

ქართველები ფერეიდუნშაჰრის რაიონის თოთხმეტ სოფელშიცხოვრობენ. მათი საერთო რიცხვი 30ათასამდეა. ქართველებმა ირანულ სოფლებს ქართული სახელები დაარქვეს, როგორიცაა: ახორე ბალა(ზემო მარტყოფი) – ახლანდელიფერეიდუნშაჰრი, სიბაქი (ვაშლოვანი),ჩოდრეთი (ჩუღურეთი), აფუზი (რუისპირი) და სხვ. ამ სოფლებში მცხოვრებთაქართული გვარებია: ასლანიშვილი, ასპანაშვილი, ბათუაშვილი, გუგუნაშვილი,იოსელიანი, ხუციშვილი და სხვ… ფერეიდანი ზაგროსის მთებში, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს.მიუხედავად ამისა ქართველი კაცის გამრჯე მარჯვენას თავისი კვალი დაუმჩნევიაამ მხარისათვის, ქართველთა სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალისერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებებისაგან.

ფერეიდნელებმა სარწმუნოება ვერა, მაგრამ ენა, დამწერლობა შეინარჩუნეს, ყველაფერზე სახლის კედელზე, მანქანაზე, მაღაზიაზე, საფლავის ქვაზე, ტანისამოსზეც კი ქართულად აწერენ, რომ შეინარჩუნონ ქართული ენა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com