ბავშვის უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

ბავშვის უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩხეიძე ია – ასოცირებული პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო.

შესავალი და კვლევის მიზანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს სამართლებრივი სივრცის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ბავშვთა უფლებებზე ბევრს ვსაუბრობთ, მათი ჰარმონიული განვითარებისთვის მუდმივად ხდება გარკვეული პროგრამების შექმნა და აპელირება ამ საკითხებზე განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში. სამწუხაროდ ბავშვები ხშირად ექცევიან მართლმსაჯულების სფეროში სხვადასხვა სტატუსით – ისინი ხშირად არიან დანაშაულის მოწმეები, ძალადობის თუ სხვა სახის დანაშაულის დაზარალებულები, ან თავად ჩადიან დანაშაულებრივ ქმედებას. ნებისმიერი სტატუსის მქონე ბავშვი, რომელიც მოექცა მართლმსაჯულების სფეროში საჭიროებს შესაბამის ზრუნვას. მართლმსაჯულება – სისხლის სამართალწარმოება არის სფერო, რომელიც იმთავითვე გულისხმობს გარკვეულ შეზღუდვებს, სტრესულ გარემოს – ასეთ სივრცეში ბავშვზე ზრუნვა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ნაშრომის მიზანია სწორედ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და არსებული მიღწევებისა და პრობლემების წარმოჩენა.

სრულად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com