დიპლომატიური სამართლის წარმოშობა.

დიპლომატიური სამართალი, უპირველეს ყოვლისა წარმოიშვა როგორც საელჩო სამართალი, რომელიც აერთიანებდა ელჩის მდგომარეობის განმსაზღვრელ ნორმებს. მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა საელჩო სამართლის გარდაქმნა დიპლომატიურად, რამაც განაპირობა ის რომ ნორმები (მუხლები) რომელითაც რეგულირდებოდა დიპლომატიური სამართალი დაიხვეწა და გაფართოვდა და ის მხოლოდ ელჩის მდგომარეობას აღარ განსაზღვრავდა, (არეგულირებდა), არამედ მოიცვა სახელმწიფოს ყველა ოფიციალური ურთიერთობა. დიპლომატიური სამართლის განვითარებასთან ერთად შეიქმნა დიპლომატიური სამსახურიც, თუ მანამდე ელჩები ძირითადად, მოლაპარაკების საწარმოებლად, ომის გამოსაცხადებლად, თავისთვის იგზავნებოდნენ (17-18 საუკუნე) უკვე მოგვიანებით დაიწყო თანამდებობების და სპეციალური ორგანოების შექმნა, მაგ: საკონსულოები, დიპლომატიური წარმომადგენლობები, საგარეო უწყებები.
შიდასახელმწიფოებრივ მართლწესრიგის ფორმირების პარალელურად მიმდინარეობდა სახელმწიფოებს შორის მარეგულირებელი ნორმების ჩამოყალიბებაც. ასე ჩამოყალიბდა დიპლომატიური და საკონსულო სამართალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com