საარჩევნო სისტემა

პროპორციული საარჩევნო სისტემა
საარჩევნო სისტემა, როდესაც კენჭს იყრიან პარტიული სიებით, რომელთა მანდატები ნაწილდება მოპოვებული ხმების პროპორციულად, ხოლო პროპორციული სიით მოპოვებული მანდატები ნაწილდება პარტიულ სიაში შემავალ კანდიდატებზე სიის რიგითობის მიხედვით.
პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობა ის არის, რომ ამ შემთხვევაში ნაკლები ხმა იკარგება (განსხვავებით მაჟორიტარული არჩევნებისგან, როდესაც გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი), შესაბამისად, წარმომადგენლობით ორგანოშიც ამომრჩეველთა ინტერესები უფრო ადეკვატურადაა წარმოდგენილი. პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოიყენება ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობაში, სადაც საპარლამენტო მმართველობის – რესპუბლიკის ან კონსტიტუციური მონარქიის მოდელია.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა – საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც, კენჭს იყრიან არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ცალკეული პირები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან იყვნენ უპარტიოები. ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების ან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. გამარჯვებულია ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოაგროვებს თავის საარჩევნო ოლქში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com