საარჩევნო უფლება

ადამიანის უფლება, აირჩიოს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლება ან თავად იქნეს არჩეული. საარჩევნო უფლება ორი სახისაა: პასიური საარჩევნო უფლება და აქტიური საარჩევნო უფლება.

პასიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის შესაძლებლობა, არჩეულ იქნეს ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე. აღნიშნული უფლების წარმოსაშობად სხვადასხვა ქვეყანაში დადგენილია სხვადასხვა ასაკი და მოთხოვნა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევისათვის აუცილებელია, არჩევნების ჩატარების დღისთვის საქართველოს მოქალაქეს შესრულებული ჰქონდეს 25 წელი, პრეზიდენტის არჩევნებისათვის – 35 წელი და ა.შ.

აქტიური საარჩევნო უფლება – უფლება, რომლის საფუძველზე მოქალაქე ხმას აძლევს, ირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატურას სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ამ უფლებით ვერ სარგებლობენ პირები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ არიან ცნობილნი ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com