საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ორგანოები და მათი სისტემა

საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მთავრობის კაბინეტის წევრია. დიპლომატიური წარმომადგენლობებია: სხვა სახელმწიფოში განლაგებული საქართველოს საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული მუდმივი წარმომადგენლობა და დიპლომატიური მისია.

დიპლომატიურ სამსახურში განსაზღვრულია ძირითადი ფუნქციები და ამოცანები, რომლის მიხედვითაც საელჩოები ხელს უწყობენ:

  1. საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას;
  2. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას;
  3. საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვასა და განვითარებას;
  4. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებით წინადადებების შემუშავებას;
  5. საერთაშორისო ურთიერთობებში წარდგენა დაცვის;
  6. დიპლომატიური საშუალებებით საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის და სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას.
  7. საქართველოს, სხვა სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და სხვა სახის ურთიერთობათა განმტკიცებას.
  8. საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას.
  9. სხვა სახელმწიფოსთან საქართველოს საკონსულო პოლიტიკის გატარებას და უცხოეთში განლაგებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დახმარებას

დიპლომატიური წარმომადგენლობა ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს, ხოლო საკონსულო დაწესებულება არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, წარმოადგენს საქართველოს.

საკონსულო საქმიანობა ეს არის, საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com