ასოცირების ხელშეკრულება

ევროკავშირი – ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ძირითადი დანიშნულება შექმნის დღიდანვე არის ეკონომიკური სიძლიერე და დიპლომატიური, თავისუფალი ბაზრის არსებობა ქვეყნებს შორის. მაში შემავალი 28 ქვეყნიდან თითოეული იცავს ევროკავშირის მიერ მიღებულ ძირითად აქტებს და მნიშვნელობას ანიჭებენ კარგ სამეზობლო პოლიტიკას. სწორედ ევროკავშირმა შეიმუშავა კარგი მეთოდი, ქონოდა არაწევრ სახელმწიფოებთან მეგობრული თანამშრომლობა. სწორედ ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც მათ შორის თანამშრომლობის სტრუქტურას ქმნის. ხელშეკრულების არეალი მოიცავს პოლიტიკის, ვაჭრობის, სოციალური საკითხების განვითარებას, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძველია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 217-ე თავი. სწორედ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე საკართველო არის ევროკავშირის ერთ-ერთი არაწევრი მეგობარი ქვეყანა. ეს მოგობრული ურთიერთობა კი დაიწყო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას. 

2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირმა (EU) გააფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ეს სავალდებულო სამართლებრივი აქტები წინ გადადგმული ნაბიჯია ხელმომწერი სახელმწიფოების ევროკავშითან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე.  შეთანხმება მოიცავს პოლიტიკური კოოპერაციის ახალ გზებს და მოიაზრებს აღნიშნული ქვეყნების საბაზრო სივრცის ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზართან. ასოცირების შესახებ შეთანხმებას გავლენა ექნება არა მარტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებზე. მისი ძალაში შესვლა უდავოდ ხელს შეუწყობს და გააფართოებს ადამიანებს შორის დიალოგს. ასევე, ის დაამკვიდრებს ევროპულ ღირებულებებსა და თანამშრომლობის სტანდარტებს ევროკავშირის არსებული საზღვრების მიღმა.

საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა აღნიშნავდა გარკვეული ლოგიკური ნიშნულის გადალახვას; ეს იყო გზა, რომელზედაც ქვეყანამ დაიწყო სვლა მას შემდეგ, რაც აღდგა საქართველოს სუვერენიტეტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ინტეგრაცია პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ პუნქტად დაისახა. ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არსებობს. 3 ასეთი უდავო სწრაფვა ევროპასთან ინტეგრაციისკენ ეფუძნება იმის რეალიზაციას, რომ ევროკავშირი აერთიანებს ქვეყანებს, რომლებიც აღიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ესწრაფვიან ცხოვრების დონის უწყვეტი განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ. ევროკავშირთან ინტეგრაცია რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2003 და 2012 წლებში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძირეული ცვლა.

საქართველოს დაახლოება ევროპასთან არ მიმდინარეობს სირთულეები გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ძირითადი მიღწევაა, შემდეგი ეტაპი – ამ შეთანხმების ეტაპობრივი განხორციელება – მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული სექტორების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ყოვლისმომცველი რეფორმების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე ვალდებულების აღებას.

დღემდე ხელისუფლების წარმომადგენლები ხმამაღლა უცხადებენ ერთგულებას იმ ღონისძიებების დროულად განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებას. მთავრობა ასევე დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ჩარჩოების დადგენას.

წინამდებარე ანგარიში იკვლევს მიმდინეარე პროცესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული შემდეგ თემებზე:

1) სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება

2) ინფორმაციის თავისუფლების დაცვა მედიის თავისუფლების რაკურსში

3) საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა

წინამდებარე ანგარიშის მიზანია შესთავაზოს მკითხველს ზემოაღნიშნული სამი საკითხის ჭრილში საქართველოში ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ალტერნატიული ანალიზი. მისი მიზანია, გამოავლინოს აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების დაგეგმვის, განხორციელების და აღსრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი. გარდა ამისა, ანგარიში გამოავლენს იმ გამოწვევებსა და შეუსაბამობებს, რომლებიც შეინიშნება ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაში. ანგარიში ეფუძნება პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის, სამეცნიერო გამოცემების და საინფორმაციო სტატიების ვრცელ და სიღრმისეულ მიმოხილვას. ამდენად, ანგარიში წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს.

×