მომხმარებელთა პოლიტიკა

პრეზენტაციის ავტორი:
ილია ბოჭორიშვილი

საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები. ევროკავშირის შექმნის ძირითადი მიზანი იყო მაშინდელი ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და ქვეყნებს შორის საერთო ბაზრის ჩამოყალიბება, რაც ბუნებრივია დააჩქარებდა სწრაფ ეკონომიკურ  ზრდას. ყოველივე ეს საფუძვლად დაედო 1957 წელს ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დაარსებას. თუმცა, ერთიანი ბაზრის გამართული ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლის უფლებების დაცვის გარეშე, რომლებიც ამ ბაზრის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებოდნენ.[1]

მომხმარებელთა პოლიტიკა – ასეთი დასათაურება მოცემულია ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც თავისი არსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ სამართლებრივად სავალდებულოა. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“[2] ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის”[3] შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. საქართველოსთვის ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივით.[4] „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“[5] (Partnership and Cooperation Agreement – PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. PCA-სთან შედარებით, „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასოცირების ხელშეკრულებაში. რაც გულისხმობს: შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას.

ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის სამომხმარებლო პოლიტიკამ მიიღო კიდევ ერთი სტიმული გააცნობიერა, რომ მომხმარებლებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ერთიანი შიდა ბაზრის წარმატებაში. ერთიანი ბაზარი არ შეიძლება იყოს წარმატებულად მიჩნეული მომხმარებელთა აქტიური მონაწილეობის გარეშე. ეს მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, რომ მომხმარებლები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მათი ინტერესები დაცული იქნება მათ ეროვნულ ბაზარზე. მოცემული საკითხი (თემა) ვიმედოვნებ, რომ აამაღლებს მკითხველის ცოდნას მომხმარებელთა სამართლის სფეროში. ჩემი მიზანია შემოგთავაზოთ მისი ძირითადი დანიშნულება, არა მარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში.

თანამედროვე გაგებით, მომხმარებლის უფლებების დაცვა 1960-იან წლებიდან გახდა აქტუალური იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ადამიანის უფლებათა აღიარებისა და დაცვის საერთო ტენდენციის ფონზე.  1970-იან წლებში მომხმარებელთა ნაციონალური ასოციაციები შეიქმნა, შემუშავდა მთელი რიგი სამართლებრივი ინსტრუმენტები მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად. 1973 წელს ევროპის გაერთიანებამ დაამტკიცა ქარტია მომხმარებელთა შესახებ,[6] ხოლო 1975 წელს, თავის რეზოლუციაში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების შესახებ, პირველად აღიარა მომხმარებელთა უფლებების რელევანტურობა საერთო ბაზრის მიზნებისთვის. იმავე წელს დამტკიცდა მომხმარებელთა დაცვის წინასწარი პროგრამა,[7] რომელიც ხუთ ძირითად უფლებას ითვალისწინებდა:[8] ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უფლება; ეკონომიკური ინტერესების დაცვის უფლება; ზიანის ანაზღაურების უფლება; ინფორმაციის მიღებისა და განათლების უფლება; წარმომადგენლობის უფლება (მოსმენის უფლება).[9] თუმცა, ამ პერიოდისათვის ევროპის გაერთიანებას არ გააჩნდა სპეციალური კომპეტენცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში.[10]

მომხმარებელთა დაცვის საკითხი ევროკავშირში აქტიურად 1975 წლიდან განიხილება.[11] ეს პროცესი დაიწყო პოლიტიკური, დეკლარაციული ხასიათის განცხადებებით, თუმცა, დღეს ეს სფერო მოიცავს რამდენიმე ათეულ მარეგულირებელ მექანიზმს (მეტწილად – დირექტივებს) და შეადგენს acquis communautaire-ის მნიშვნელოვან ნაწილს.[12]

წლებთან ერთად დიდი ცვლილება განიცადა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალმა, თუმცა დღესდღეობითაც არასრული სახითაა, რაც დღესაც განიცდის პროგრესსა და სრულად ჩამოყალიებებას. დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი, როგორც კატეგორია, აღიარებულია და მისი მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. სამართლის ამ დარგის ძირითადი ნიშან-თვისებაა ინტერდისციპლინური მიდგომა.[13] ის არა მხოლოდსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს აერთიანებს, არამედ თავს უყრის დანაწესებს, რომლებიც დამახასიათებელია სხვადასხვა სამართლის ისეთი დარგებისათვის, როგორიცაა კონსტიტუციური, ადმინისტრაციული, კერძო და სისხლის სამართალი.[14]

გარდა ამისა, დღეისათვის სერიოზული დისკუსიის საგანია სამომხმარებლო სამართლისა და სახელშეკრულებო სამართლის თანაარსებობის საკითხი.[15] ევროპის გლობალიზაციის დაჩქარებულმა პროცესებმა დღის წესრიგში დააყენა ერთიანი სამართლებრივი ნორმების შემუშავების აუცილებლობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საერთო მიდგომა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართ ევროკავშირში შემავალი ყველა სახელმწიფოსთვის.

სახელშეკრულებო სფეროში მომხმარებელთა დაცვის მიზნით ევროკავშირის მიერ მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი აქტი, რომლის ძირითადი ფუნქცია და ამოცანაა, დაიცვას თითოეული მომხმარებლის უფლებები და უზრუნველყოს მათ მიმართ სამართლიანი რეგულირება. დიდი ნაწილი ამ აქტებისა გათვალისწინებულია ასოცირების ,,მომხმარებელთა პოლიტიკის“ თავში (XXIX თავი.) და ასევე მე-13 თავში მომხმარებელთა პოლიტიკის (345-ე მუხლი.) რომლის საფუძველზეც საქართველოს აქვს ვალდებულება აღებული, რომ ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის შესაბამის აქტებს და უზრუნველყოს მათი მოწესრიგება საკუთარ კანონმდებლობაში. სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში ფუნდამენტური დირექტივებია.[16]

ნახვა – რეფერატი
ნახვა – სლაიდი

სქოლიო.

1.  „1999 წლის 25 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/44/EC[17] დირექტივა სამომხმარებლო საქონლის გაყიდვისა და მასთან დაკავშირებული გარანტიების ზოგიერთი ასპექტის შესახებ“ (შემდგომში: სამომხმარებლო საქონლის ნასყიდობის დირექტივა).[18]

2.     „1993 წლის 5 აპრილის საბჭოს 93/13/EEC დირექტივა[19] მომხმარებელთა კონტრაქტებში არასამართლიანი პირობების შესახებ“ (შემდგომში: არასამართლიანი სახელშეკრულებო პირობების დირექტივა).[20]

ყველა დასახელებულ ნაშრომში სათანადო ყურადღებაა გამახვილებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ რეგულირებაზე და მათი უნიფიცირების აუცილებლობაზე. მითითებული აქტებიდან ზოგიერთი სარეკომენდაციო ხასიათისაა, ზოგი კი განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის შემდგომი განვითარებისათვის.[21] სამომხმარებლო სამართლის უნიფიკაცია ძირითადად უკავშირდებოდა მომხმარებელთა ცალკეული უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივების ჰარმონიზაციას. ნიშანდობლივია, რომ მომხმარებელთა უფლებების დამცავი ნორმების ეფექტური ჰარმონიზაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლის ისეთი უფლების ერთგვაროვან მოწესრიგებას, როგორიცაა ხელშეკრულების უარყოფის უფლება.[22]


[1] Chirita A.d., The Impact of Directive 2011/83/EU on Consumer Rights; <http://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1998993> [12.13.2013].

[2] ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის <<http://asocireba.ge/show_article.php?id=30>>

[3] ასოცირების შეთანხმება ახალი თაობის დოკუმენტია <<https://www.newposts.ge/?l=G&id=24356>>

[4] ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) თანამშრომლობის ფორმატი, წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას. მისი მთავარი მიზანია, ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განხორციელების ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთ განზომილების გაძლიერება. პარტნიორობა 2009 წლიდან ამოქმედდა. ეს ინიციატივა პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან მნიშვნელოვნად დაახლოვების მიზნით, კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

[5] შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ – 22 აპრილი 1996 წელი. <<https://tini.to/8tb>>

[6] Author(s): Parliamentary Assembly Origin – Assembly debate on 17 May 1973 (7th Sitting) <http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=15956&lang=en>

[7] ევროპის საბჭოს 1975 წლის 14 აპრილის რეზოლუცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წინასწარი პროგრამის შესახებ, ევროპის კავშირის ოფიციალური ჟურნალი, 1975 წელი, 92/1, <http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/ LexUriServ.do? uri=OJ:C:1975:092:0002:0016: EN: PDF>, [24.03.2014].

[8] Consumer protection in the EU – წიგნი: ელ ვერსია. <http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/IDAN/2015/565904/EPRS_IDA(2015)565904_EN.pdf>

[9] Nebbia P., Askham T., EU Consumer Law, Richmond, 2004, 21.

[10] Antoniolli L., Consumer Law as an Inatance of the Law of Diversity, Vermont Law Review, Vol., 30:855, 2006, <http://Lawreview.vermontLaw.edu/files/2012/02/antoniolli.pdf> [3.05.2014], 857; Reich N., Protection of Consumers’ Economic Interests by EC Contract – Some Follow-up Remarks, Sydney Law Review, Vol., 28: 37, 2006, <http://sydney.edu.au/Law/slr/slr28_1/Reich.pdf>  40.

[11] Council Resolution of 14.4.1975 on a preliminary programme of the European Economic Community for a consumer protection and information policy, OJ 1975 C92.

[12] ევროკავშირის კერძო სამართალი გადაწყვეტილებები და მასალები გვ: 29. მომხმარებელთა დამცავი აქტების მიზანი.

[13] Von Bar CH., A Common Frame of Reference for European Private Law – Academic Efforts and Political Realities, Electronic Journal of Comparative Law, Vol., 12.1 (May 2008), <http://www.ejcl.org>, [22.02.2013], 6.

[14] Antoniolli L., Consumer Law as an Instance of the Law of Diversity, Vermont Law Review, Vol., 30:855, 2006, 864, <http://Lawreview.vermontLaw.edu/files/2012/02/antoniolli.pdf>, [ 3.05.2014];

[15] Smits J., The Future of European Contract Law: on Diversity and the Temptation of Elegance, Towards a European Ius Commune in Legal Education and Research, Michael Faure, Jan Smits and Hildegard Schneider, eds., Antwerpen (Intersentia), pp. 239-256, 2002, <http://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=803144>, [11.02.2014].

[16] სახ. ნაწილი I – ევროკავშირის კერძო სამართალი გადაწყვეტილებები და მასალები გვ: 29.

[17] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4480025?publication=0

[18] European Parliament and Council Directive 1999/44/EC of 25 May 1999 on certain aspects of the sale of consumer goods and associated guarantees, [1999] OJ L171/12.

[19] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4480014?publication=0

[20] Council Directive 93/13/EEC of 5 April 1993 on unfair terms in consumer contracts, [1993] OJ L95/29.

[21] Bartl M., The Draft Frame of Reference: What Future for European Contract Law? European University Institute, <http://www.Law.muni.cz/sborniky/cofola 2008/files/pdf/evropa/Bartl_Marija.pdf>, [26.12.2014].

[22] Schulte-Nolke H., Scope and Role of the Horizontal Directive and its Relation to the CRF, Modernizing and Harmonizing Consumer Contract Law, Sellier, ELP, Munich, 2009, 35-40. Evelyne T., The Right of Withdrawal, The Acquis Principles and The Draft Common Frame of Reference, Common Frame of Reference and Existing EC Contract Law, Sellier, European Law Publisher, Munich, 2008, 145-176; Bar-Gill O., Ben-Shahar O., Regulatory Techniques in Consumer Protection: A Critique of European Consumer Contract Law, New York University Law and Economics Working Papers, 2012, 24-28.

×