დიპლომატიის ხელოვნება – 10 მეთოდი, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

იძულების დიპლომატია (Coercive diplomacy) – ეხება მუქარის ან ძალის შეზღუდულად გამოყენებას, იმისათვის რომ ოპონენტი აიძულო, გააუქმოს ან უკან წაიღოს მის მიერ განხორციელებული ქმედება. მაგალითად, ტერიტორიის უკან გადაცემა, რაც მის მიერ იქნა ოკუპირებული. იძულების დიპლომატის ფორმა განსხვავდება მუქარის/დაშინების დიპლომატიისაგან. ამ უკანასკნელი მიდგომის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აიძულებთ, უარი თქვას ქმედებაზე, რომელიც ჯერ არ არის განხორციელებული.

დიდი ჯოხის დიპლომატია (Big Stick Diplomacy) – ეს სახელწოდება უკავშირდება თეოდორ რუზველტის სახელს, რომელმაც ციტატა მოიხმო ძველ აფრიკული ანდაზიდან – „ილაპარაკე რბილად და გეჭიროს დიდი ჯოხი, და შენ შორს წახვალ“. ეს იყო საგარეო პოლიტიკა, რომელიც შემდგომ Roosevelt Corollary-იდ იქნა წოდებული. რუზველტ-კოროლარი აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა უფლება „საერთაშორისო საპოლიციო ძალაუფლება“ გაევრცელებინა დასავლეთ ნახევარსფეროზე. ეს გულისხმობდა, რომ სხვა ქვეყნებს არ უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა დასავლეთ ნახევარსფეროში გამოეწვიათ რაიმე სახის უწესრიგობა და საფრთხე შეექმნათ უსაფრთხოებისათვის. კონკრეტულად ეს ეხებოდა ევროპისა და ლათინურ ამერიკას შორის კონფლიქტს ადრეულ 1900-იან წლებში. საბოლოოდ, ფრაზა „დიდი ჯოხი“ გამოიყენებოდა ყველა საგარეო პოლიტიკის მოლაპარაკებებთან მიმართებაში, რომელიც დიპლომატიურ საფარქვეშ მიმდინარეობდა და მხარდაჭერილი იყო სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების მუქარით.

კომერციული დიპლომატია (Commercial Diplomacy) – დიპლომატიის ეს ფორმა მოიაზრებს მთავრობის მიერ კომერციული ინტერესებისა და დიდი საწარმოების გამოყენებას მათი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის განსაზღვრისას. კომერციული დიპლომატია ეფუძნება შიდა და გერე ინვესტიციების და წარმოების განვითარების ხელშეწყობას.

დაკრძალვების დიპლომატია (Funeral Diplomacy) – გულისხმობს მსოფლიო ლიდერების შეხვედრებს და კონფერენციებს. მათი თავშეყრა, როგორც წესი, ხერხდება საერთაშორისო მნიშვნელობის ფიგურის გარდაცვალებისას, მისთვის პატივის მისაგებად დაკრძალვაზე დასწრებით.

Backchannel-ის დიპლომატია – ეს ფორმა იყენებს საიდუმლო საკომუნიკაციო არხებს და კავშირებს, რომელიც ღიაა ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის. ხშირად კომუნიკაციაში ჩართულია ფორმალური მედიატორი ან მესამე მხარე.
Backchannel დიპლომატია წარმოადგენს კომუნიკაციის მეორად ხაზს, რომელიც კონფერენციის სესიების, ლექციების ან სასწავლო აქტივობების პარალელურად მიმდინარეობს.

მრავალშრიანი დიპლომატია (Multi-track diplomacy) მოიაზრებს აბსტრაქტულ გზას, რომელიც საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესს ხედავს, როგორც რეალურ ცხოვრებას. მრავალხაზოვან დიპლომატიაში საზოგადოების ყველა სექტორი არის მნიშვნელოვანი. საჭიროა მათი მოსმენა, ჩართვა, წახალისება; საჭიროა მათი გაცნობიერება დიალოგის ერთიან ენაში, კონფლიქტის ამოხსნაში და მშვიდობის აშენების გზებში, იმისათვის რომ მოხდეს ძალადობრივი კონფლიქტის პრევენცია ან დასრულდეს დაწყებული კონფლიქტი. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ინდივიდების, ინსტიტუციების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქტივობების ჯაჭვი, რომელიც ერთდროულად ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული.

საერთაშორისო პოლიტიკაში „შეიარაღებული დიპლომატია“ (gunboat diplomacy) გულისხმობს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას შესამჩნევი სამხედრო ძალის დემონსტრირებით. ეს არის სამხედრო ძალის დემონსტრაციული წარმოჩენა, რათა სხვა ქვეყანა იძულებული გახდეს განახორციელოს ქმედება, რომელიც ძალის წარმომჩენი ქვეყნის ინტერესებშია. ამერიკის შეერთებული შტატებში დიპლომატიის ამ ფორმის ყველაზე დიდი მიმდევარი იყო თეოდორ რუზველტი, რომელიც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მხარს უჭერდა „დიდი ჯოხის ტარების“ გზით სხვა ქვეყნებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის მიცემას.

დოლარის დიპლომატია (Dollar diplomacy) – არის მთავრობის მხრიდან, სამხედრო, პოლიტიკური ან ეკონომიკური ძალის გამოყენება, რათა გაზარდოს მისი მოსახლეობის ან დიდი საწარმოების ეკონომიკური ინტერესები და გავლენები საზღვარგარეთის ქვეყნებში.

კონფერენციების დიპლომატია (Conference diplomacy) – ეს არის ისეთი ბიზნეს შეხვედრების გამართვის მეთოდი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იკრიბებიან ერთობლივი პრობლემების გადასაჭრელად.

სამოქალაქო დიპლომატია (Citizen diplomacy) – არის პოლიტიკური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩვეულებრივ მოქალაქეთა ჩაბმა ხდება ქვეყნის წარმომადგენლების როლით. როდესაც ოფიციალური კომუნიკაციის არხები არ არის სათანდო ან სასურველი, სამოქალაქო დიპლომატია არის იდეალური საშუალება მხარეებს შორის ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. მოქალაქე-დიპლომატები შესაძლოა იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები, სპორტსმენები, ხელოვანები, ბიზნესმენები, თავგადასავლების მაძიებლები, ტურისტები, სამშვიდობო აქტივისტები. მათზე მინდობილია პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ დანარჩენ მსოფლიოსთან ორმხრივი სარგებლის მომტან, შედეგიან ურთიერთობაში და სხვებიც ჩართონ მასში.

წყარო: https://uslegal.com/

×