დანაშაულის კატეგორიები

სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით ითვალისწინებს დანაშაულის სამ კატეგორიას:

ა) ნაკლებად მძიმე – განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული სანქციით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

ბ) მძიმე – განზრახი დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან გაუფრთხილებელი დანაშაული სანქციით 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთით;

გ) განსაკუთრებით მძიმე – განზრახი დანაშაული სანქციით 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქურდობის პირველი და მე-2 ნაწილები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილები – მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დანაშაულის კატეგორიას მნიშვნელობა ენიჭება სასჯელის აღსრულების რეჟიმის განსაზღვრისას, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის, ნასამართლობის გაქარწყლების და სხვა საკითხთა გადასაწყვეტად.

×