უცნაური კანონები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ვხვდებით

მოგზაურობისას ბევრ უცნაურობას შეიძლება წავაწყდეთ. მათ შორის არის კანონებიც, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართლა არსებობს.

ავსტრალია

კვირას, შუადღის შემდეგ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია ვარდისფერი შარვლით გასვლა.

ნათურის შეცვლა მხლოდ ამ სფეროში კვალიფიცირებულ პირს შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგაჯარიმებენ.

ავსტრალია

ინგლისი

ქუჩაში ხალიჩის გაწმენდვა აკრძალულია. თუ მაინც მოინდომეთ მაშინ, დილის 8 საათამდე უნდა მოასწროთ.

არ შეიძლება კოცნა რკინიგზის სადგურებზე. შესაბამისი ამკრძალველი ნიშნებიც არსებობს.

ინგლისი

იტალია

2008 წლიდან ვენეციაში აკრძალულია მტრედების გამოკვება სან-მარკოს მოედანზე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მტრედები აფუჭებემ ისტორიულ შენობებსა და ძეგლებს, გარდა ამისა ბევრი დაავადების გადამტანები არიან.

იტალიის კუნძულ კაპრიზე აკრძალულია ხის ძირიანი ფეხსაცმლის ტარება, ასევე ნებისმიერი ფეხსაცმლის,რომელსაც ხმაურის გამოწვევა შეუძლია.

იტალია

სინგაპური

სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინის გამოყენება. ეს კანონი 1992 წლიდან არსებობს და ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ საღეჭი რეზინი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას და ასევე აბინძურებს გარემოს.

სინგაპური

კანადა

კანონის მიხედვით, დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით რადიო ეთერის 35% მხოლოდ ნაციონალური კონტენტი უნდა იყოს.

კანადა

იაპონია

2008 წელს ქვეყანაში გადაწყდა 40-74 წლის მოქალაქეებში ყოველწლიური წელის გარშემოწერილობის შემოწმება. ასე ებრძვის ჭარბ წონას იაპონია, რომ ადამიანების ჯანმრთელობას შეუწყოს ხელი. ის ადამიანები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ დაწესებულ ნორმებს (86-90 სანტიმეტრი) დაჯარიმდებიან.

იაპონია

ინდოეთი

2016 წლიდან ინდოეთის შტატში კერელა არსებობს „ცხიმის გადასახადი“, რაც გულისხმობს ბურგერის, პიცის, ფუნჩულების ან სხვა ცხიმიანი კერძების რესტორანში მიმირთმევისას, მათი ღირებულების 14.5%-ის დამატებით გადახდას.

წყარო: https://4u.ge/

×