პირობითი გარიგება

1. პირობითი გარიგება მოცემულია, როდესაც გარიგება დამოკიდებულია სამომავლო ან უცნობ პირობაზე (ლათ. conditio) იმგვარად, რომ გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე ან გარიგების შეწყვეტა ამ მოვლენის დადგომისთანავე (სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი). მოვლენა, ამ მუხლის გაგებით, არის, აგრეთვე, განსაზღვრული დროის დადგომაც, (მაგალითად, „სანამ ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდება“). ნამდვილ მოვლენას არ წარმოადგენს ე.წ. სამართლებრივი პირობა, რომელიც მხოლოდ კანონის პირობას მოვლენის ფორმით გამოხატავს, (მაგალითად, მეურვე არასრულწლოვანთან ქორწინების ბათილად ცნობას არ მოითხოვს). ასეთი სამართლებრივი პირობა უმნიშვნელოა. ხელშეკრულების პირობები არ წამოადგენენ პირობას სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის გაგებით, არამედ არის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. ბათილია ისეთი პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 91-ე მუხლი; ბათილო ბის შესახებ → გარიგების ბათილობა).

2. ნამდვილი პირობა შეიძლება და მოკიდებული იყოს შემთხვევით გარემოებაზე (მაგალითად, „თუ უძრავი ქონების ფასი არ მოიმატებს“). პირობა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. მნიშვნელოვაnია გარიგება გადადების და გაუქმების პირობით. თუ გარიგება გადადების პირობით დაიდო (მაგალითად, → პირობადებული საკუთრების შემთხვევაში, საკუთრება გადადის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში), ამ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი წარმოიშობა პირობის დადგომისთანავე (სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი). ხოლო გაუქმების პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას (სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლი). სამართლებრივი შედეგი წარმოიშობა ამ პირობის დადგომისთანავე (→ ex nunc), ე.ი., პირობას არა აქვს უკუქცევითი ძალა. თუ გარიგება დადებულია გაუქმების პირობით, მაშინ იგი სამართლებრივად ნამდვილია ამ პირობის დადგომამდე, ხოლო გადადების პირობის დადგომამდე, მხარეს ხელშეკრულების საგანი (ნივთი, მოთხოვნა, უფლება) ჯერ კიდევ არ აქვს სრულად მოპოვებული. ასეთ შემთხვევაში, პირი მოიპოვებს → პირობადებულ საკუთრებას. ასეთი პირობადებული საკუთრების სამართლებრივი შედეგი არის, რომ პირს შეუძლია პირობის დადგომისთანავე მოითხოვოს მეორე მხარისაგან ზიანის ანაზღაურება, თუ მეორე მხარემ პირობის დადგომას ხელი შეუშალა ან თავიდან აიცილა. ნივთის ყოველი შემდგომი განკარგვა პირობის დადგომისთანავე ბათილია, რამდენადაც პირობაზე დამოკიდებულ სამართლებრივ შედეგს ხელს შეუშლის ან თავიდან აიცილებს, (მაგალითად, ნივთის მეორედ პირობადებული საკუთრებით განკარგვა). ამ შემთხვევაშიც იმ პირის სასარგებლოდ, რომელმაც მოიპოვა არაუფლებამოსილი პირისაგან უფლება, გამოიყენება შესაბამისი ნორმები, (მაგალითად, →კეთილსინდისიერი შემძენი, სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი; არაუფლებამოსილი პირის მიერ განკარგვა, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი). თუ გარიგების ერთ-ერთმა მხარემ არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა პირობის დადგომა, მაშინ პირობა ჩაითვლება დამდგარად (ფიქცია; სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუ სასამართლო პროცესზე გარიგებას გადადების პირობით ერთერთი მხარე ამტკიცებს, მაშინ მეორე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ გარიგება ასეთი პირობით არ დადებულა. თუ გარიგებას გაუქმების პირობით ამტკიცებს მხარე, მაშინ მას ეკისრება → მტკიცების ტვირთი.

3. როგორც წესი, შესაძლებელია, რომ ნების მიერი გარიგება დაიდოს რაიმე პირობით. ასე, მაგალითად, არსებობს პირობითი მოთხოვნები, პირობითი უფლებები, მაგალითად, →→ გირავნობა. პირობითი გარიგებები არ შეეხება საოჯახო-სამართლებრივ გარიგებებს, მაგალითად, → ქორწინებას, → შვილად აყვანას, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებას უძრავი ნივთის შესახებ. გარიგების ბუნებიდან გამომდინა რე, პირობითი არ შეიძლება იყოს, ასევე, → ხელშეკრულებაზე უარის თქმა და → შეცილება, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა ნათლად იყოს სამართლებრივი შედეგები განსაზღვრული. პირობითი არ შეიძლება იყოს, ამავე დროს, პროცესუალური მოქმედებები.

×